"მართე პანდემია და მოხსენი კომენდანტის საათი" - ერთკაციანი აქცია ზუგდიდში
ერთკაციანი აქცია ზუგდიდში - სამოქალაქო აქტივისტი, როსტომ ზარანდია, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ კომენდანტის საათს აპროტესტებს.
"ნუ მატყუებ. მართე პანდემია და მოხსენი კომენდანტის საათი" - წერია აქტივისტის ტრანსფარანტზე.
მისი თქმით, თუკი დააჯარიმებენ, ის ჯარიმას არ გადაიხდის და "უკანონობას" ყველგან გაასაჩივრებს.