ვანდალიზმი რიყეზე - "უცნობი" ამ დრომდე არ დაუჯარიმებიათ
გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ვანდალური ქმედების გამო ამ დრომდე არავის დაუჯარიმებია. მომღერალმა უამრავი ადამიანისა და ტელეკამერების წინ, რიყეზე ბერლინის კედლის ფრაგმენტზე, წარწერა "ღმერთი სიყვარული არს" დატოვა.
მერიამ 9 აპრილსვე თქვა, რომ გაჩეჩილაძეს 1 000 ლარით დააჯარიმებდა. თუმცა მომხდარიდან 20 დღის შემდეგაც "უცნობი" დაჯარიმებული არ არის.