კრიმინალური გარჩევა თბილისის ცენტრში - "მხედრიონის" ყოფილ ლიდერზე თავდასხმა სცადეს
კრიმინალური გარჩევა თბილისის ცენტრში - "მხედრიონის" ერთ-ერთ ხელმძღვანელსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე, თეიმურაზ ხაჩიშვილიზე, ჯგუფური თავდასხმა სცადეს.
"პირველების" ინფორმაციით, ხაჩიშვილს უთვალთვალებდნენ, მას აედევნენ და თავდასხმა მეგობრის ოფისში მისვლისთანავე სცადეს.
თემურ ხაჩიშვილმა თავდამსხმელებს შორის გარდაცვლილი მხედრიონელის, ზაზა ვეფხვაძის, შვილი ამოიცნო.
"ტვ პირველი" დეტალებს ამ წუთებშიც არკვევს.