მისი რიტორიკა ყოველთვის ზიზღის ენის მატარებელია - კობახიძის ლანძღვას ბაჩო დოლიძე პასუხობს

13.12.22 16:11
მისი რიტორიკა ყოველთვის ზიზღის ენის მატარებელია - კობახიძის ლანძღვას ბაჩო დოლიძე პასუხობს

"ოცნების" თავმჯდომარემ  "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატებს უინტელექტო და ბნელები უწოდა.

კობახიძის ლანძღვას დღეს მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრებმა უპასუხეს.

ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის რიტორიკა ყოველთვის ზიზღის ენის მატარებელია და ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.

„მისი რიტორიკა ყოველთვის ზიზღის ენის მატარებელია. ვითომ დამცინავი ფორმა აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მთელი საზოგადოება ჩამოყალიბებულია მის გამოხტომებზე. ჩვენ გვაქვს ახლა მთავარი საკითხი, ახლა ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ ყურადღებას არ ვაქცევდეთ მსგავსი ტიპის განცხადებებს და ვფოკუსირდეთ იმაზე, რაც ხდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით“. - ამბობს ბაჩო დოლიძე. 

მსგავსი სიახლეები