რა უფლება მაქვს, გავკილო ევროპარლამენტარების ნათქვამი? ეს მათი აზრია - ლადო კახაძე

14.12.22 11:40
რა უფლება მაქვს, გავკილო ევროპარლამენტარების ნათქვამი? ეს მათი აზრია - ლადო კახაძე

მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ევროპარლამენტარების გაცხადებების  კომენტირებისას უმრავლესობის დეპუტატი, ლადო კახაძე, მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა.

,,ქართული ოცნების" წევრი ამბობს, რომ ევროპარლამენტარები ისეთივე დეპუტატები არიან, როგორც ის და საქართველსო ხელისუფლება ადამიანის უფლებებს იცავს.

პატივს ვცემ ყველას აზრს. როგორი დეპუტატიც ვარ მე, ისეთივე არიან ისინიც, ოღონდ, რანგით უფრო მაღალი. რა უფლება მაქვს, გავკილო მათი ნათქვამი? ეს მათი აზრია. ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია და სახელმწიფო შეეცდება, ადამიანის უფლებები დაცული იყოს კონსტიტუციური ნორმებით - განაცხადა ლადო კახაძემ.

რა გავლენას იქონიებს მიხეილ სააკაშვილის საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალზე? ,,ქართული ოცნება" აღნიშნულ კითხვას დუმილით ხვდება და  დასავლელი დიპლომატების უმწვავეს გზავნილებზე კომენტარს არ აკეთებს. 

ოპოზიცია ამბობს, რომ რუსეთის მოკავშირე ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ მიზანმიმართულად აყენებს.

 

მსგავსი სიახლეები