დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

29.04.21 10:39
დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება. საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი 11:00 საათზე გაიმართება. თავად ნიკა მელია პროცესს არ დაესწრება, რადგან ის  წინა სხდომიდან მოსამართლემ გააძევა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა, 23 თებერვალს კი პარტიის ოფისში სპეცრაზმმა დააკავა.