თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრისმომცემი სტატუსი - კახი კალაძე ევროპარლამენტარებს
თუ სააკაშვილის საკითხი გადაწყვეტს ქვეყნის ევროინტეგრაციას, მზად ვარ, უარი ვთქვა ამ სტატუსზე - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, განაცხადა.
კახა კალაძე ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას არ იღებს და მას ,,საოცარ განცხადებებს" უწოდებს.
საოცარი განცხადებები ისმის, საერთოდ მაშინ, რა საჭირო იყო იმ 12 პუნქტი გეგმის წარმოდგენა და ზოგადად, მაშინ, რა საჭიროა მისი შესრულება თუ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშუალს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება- არმიღებასთან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულება აქვთ, თავისთვის დაიტოვონ არაფრისმომცემი სტატუსიც მაშინ და ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებთ, - განაცხადა კახა კალაძემ.
ევროპარლამენტარების მწვავე კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მისამართით - ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის საკითხი დადებითად არ გადაწყდება, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე შეექმნება.