ევროპარლამენტარებს ადეკვატური პასუხი გასცა - კობახიძე კალაძეს ეთანხმება
ირაკლი კობახიძე თანაგუნდელს ეთანხმება და ამბობს, რომ კალაძემ ადეკვატური პასუხი გასცა ევროპარლამენტარებს.
"ოცნების" თავმჯდომარე იმასაც აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ პოლიტიკურად არის მნიშვნელოვანი, სხვა კუთხით კი მას ფასი არ აქვს.
როდესაც ევროპარლამენტარები ცდილობენ, განახორციელონ პოლიტიზირებული ჩარევა მართლმსაჯულებაში, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი.
კალაძის პასუხი, ეს იყო აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი იმ არაადეკვატურ განცხადებაზე, რომლებიც კეთდება კონკრეტული, ცალკეული ევროპარლამენტარების მხრიდან.
თვითონ კანდიდატის სტატუსს რაც შეეხება, ის პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, რომ ფინანსური და ეკონომიკური კუთხით არ იძლევა კონკრეტულ შედეგებს.
როდესაც ჩვენ ვისმენთ ასეთ არაადკევატურ გზავნილებს ევროპარლამენტარების მხრიდან, ამას სჭირდება მკაფიო, ადეკვატური პასუხი და ეს პასუხი გასცა სწორედ მათ კახა კალაძემ - განაცხადა კობახიძემ.
თუ სააკაშვილის საკითხი გადაწყვეტს ქვეყნის ევროინტეგრაციას, მზად ვარ, უარი ვთქვა ამ სტატუსზე - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.