ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია, დაასრულოს მელიას უკანონო პატიმრობა - ადვოკატი

29.04.21 11:11
ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია, დაასრულოს მელიას უკანონო  პატიმრობა - ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი, ამბობს, რომ პროცესის გადადების შუამდგომლობას დააყენებს. კონდახიშვილის თქმით, მელიას გათავისუფლება პოლიტიკური ნებაა და "ოცნებას" ნებისმიერ დროს შეუძლია, მისი გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოსა და პროკურატურას მიმართოს.

თავიდან ბოლომდე ეს სამართლებრივი ინსტრუმენტი არის ხელისუფლების ხელში, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ, იშუამდგომლონ და დაასრულონ ნიკა მელიას უკანონო პოლიტიკური პატიმრობა, ნიკა მელია ამ ბრძოლიდან გამოვა ღირსეულად გამარჯვებული.

ჩვენ გვექნება შუამდგომლობა, რომ გადაიდოს ეს პროცესი, სანამ სასამართლო და პროკურატურა არ მიიღებს დირექტივას ხელისუფლებისგან, რა უნდა გააკეთოს - ამბობს კონდახიშვილი 

ნიკა მელიას საქმეზე  არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.  

მსგავსი სიახლეები