ევროპარლამენტი სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, გასათავისუფლებლად კონკრეტული მექანიზმის ამოქმედებისკენ მოუწოდებს.
სასწრაფო წესით მიღებულ შესწორებას საფუძვლად დაედო საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ნიკა გვარამიას საქმის შესწავლის შედეგად მომზადებული დასკვნა, რომლის თანახმადაც "განაჩენი პოლიტიკური" იყო.
მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს ნიკა გვარამია; ვიხსენებთ კომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისის მოსაზრებაში მითითებულ ძირითად პრიორიტეტებს, მათ შორის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, უზრუნველყონ, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს; იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპის საგარეო მოქმედებების სამსახური და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გააგრძელებენ ადგილზე მონიტორინგს საქართველოში განხორციელებულ ყველა სასამართლო პროცესზე, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან;" - წერია დოკუმენტში.
ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები:
"ამ კუთხით რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას და სხვა მედიების (როგორიცაა ფორმულა, TV პირველი) მენეჯერებისა და დამფუძნებლების საქმეებზე. ევროპარლამენტი გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნიკა გვარამიას განაჩენი საეჭვო ბრალდებებზე, მიუხედავად საქმის მიმართ წამოჭრილი მნიშვნელოვანი კითხვებისა". – ნათქვამია რეზოლუციაში.