ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება

29.04.21 11:25
ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილე - ვაზიანში გამართულ ღონისძიებას ხელისუფლების მაღალჩინოსნები ესწრებიან. ქართულ ჯარს დღევანდელი დღე პრეზიდენტმა  და პრემიერ-მინისტრმა მიულოცეს. 

ვულოცავ ამ დღესასწაულს საქართველოს სრულიად მოსახლეობას, ვულოცავ მათ, ვინც საერთაშორისო მისიებში თავდადებით მსახურობს. ვულოცავ ვეტერანებს, მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, უდიდესია მათი თანადგომა და დახმარება. ვულოცავ ქართულ ჯარს! თქვენსავით და თქვენთან ერთად ვემსახურები საქართველოს! - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქართულ ჯარს სიტყვით მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

ვულოცავ ყველა სამხედროს, რომელიც ღირსეულად, უმაღლესი პროფესიონალიზმით და თავდადებით ემსახურებით სამშობლოს და მზად ხართ, დაიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. მინდა, მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, მინდა, მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ქართული ჯარი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენეტიტისა და თავისუფლების ერთ-ერთი გარანტი. მინდა, პატივი მივაგო ჩვენს გმირებს, ჩვენს სასახელო მებრძოლებს, რომელთაც თავი გაწირეს საქართველოსთვის, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები