ნიკა მელიას პროცესი გადაიდო

29.04.21 11:38
ნიკა მელიას პროცესი გადაიდო

ნიკა მელიას პროცესი გადაიდო. შუამდგომლობა პროცესის გადადების შესახებ მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა დააყენა. 

მე პირდაპირ დავაფიქსირე სასამართლო პროცესზე, რომ ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, ამიტომაც მოვითხოვეთ პროცესის გადადება, იმ ვადით რა ვადაც დაჭირდება რომ პოლიტიკურ ხლეისუფლებაში მიიღონ გადაწყვეტილება და მისცენ მორიგი დირექტივა სასამართლოს და პროკურატურას,მოსამართლე იძულებული გახდა გადაედო პროცესი", - ამბობს გიორგი კონდახიშვილი.

ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. პროცესი 11:00 საათზე იყო ჩანიშნული.