დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა - ოხანაშვილი

29.04.21 11:56
დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა - ოხანაშვილი

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშს, რომლის თანახმადაც საქართველოში დემოკრატია 10 წლის წინანდელ ნიშნულს უტოლდება,  „ქართული ოცნება“ არ ენდობა. მმართველი გუნდის წევრის,  ანრი ოხანაშვილის, თქმით, საქართველო რეგიონში დემოკრატიის თვალსაზრისით პირველ ადგილს იკავებს. 

მცდარია და ტყუილია, პირდაპირ გეუბნებით, საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით არის რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში პრაქტიკულად, პირველ ადგილას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. თვალსაჩინო მაგალითია  შემდეგი: „ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ პირობებში არ გამოდის ციხიდან, იმდენად კმაყოფილია იქ არსებული პირობებით, - აცხადებს ოხანაშვილი.
 

გავლენიანი ორგანიზაცია Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოს დომკრატიულობის მაჩვენებელი ქულა ახლა ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, რაც 10 წლის წინ იყო.

მსგავსი სიახლეები