"ოცნების" პროპაგანდა ჩავარდა - ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომში ქართველების ბრალეულობა არ დაამტკიცა
ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა, რის შედეგადაც საქართველოს მიერ ჩადენილი არანაირი დანაშაული არ დამტკიცდა. საერთაშორისო ტრიბუნალს არც ერთი ქართველისთვის ბრალი არ წაუყენებია. დამნაშავეებად ჰააგამ რუსები და პრორუსი სეპარატისტები გამოაცხადა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი აცხადებს, რომ ამით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიების ერთი ეტაპი დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ან საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის შესახებ გამოძიება აღარ გრძელდება.
გადაწყვეტილების შესახებ პროკურორმა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებას უკვე მიაწოდა, რის შემდეგაც "ქართულმა ოცნებამ" რიტორიკა შეცვალა. მმართველი გუნდს ახლა ახალი გზავნილი აქვს: ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილება მათი დამსახურებაა.
უფრო ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.