მოვუწოდებ მელიას, გაითვალისწინოს ევროპელი კოლეგების შეთავაზება - გაბრილიუს ლანდსბერგისი

29.04.21 13:47
მოვუწოდებ მელიას, გაითვალისწინოს ევროპელი კოლეგების შეთავაზება - გაბრილიუს ლანდსბერგისი

მოვუწოდებ მელიას, გაითვალისწინოს ევროპელი კოლეგების შეთავაზება - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადაიჭრას შიდაპოლიტიკური სიტუაცია  და ქვეყანას ჰქონდეს მრავალფუნქციური პარლამენტი, შეთანხმება არ არის დასასრული, ხელმოწერა პირველი ნაბიჯია, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, ძალთა გადანაწილება პარლამენტში, ეს ის საკითხებია, რომლებიც უნდა იყოს გადაჭრილი. 

მოვუწოდებ ბატონ მელიას გაითვალისწინოს ის გარანტიები, რაც შეთავაზებულია ევროპელი კოლეგებისგან და მნიშვნელოვანია პარლამენტის  ყველა წევრი შეუერთდეს ამ შეთანხმების განხორციელებას", - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზთანაც ჩავიდა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში რუსეთის ბაზებს საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან ერთად აკვირდებოდა.

მსგავსი სიახლეები