ეს არის მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი - ხვიჩია
"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას აზრით,კანონპროექტი, რომელიც ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს, მიშელის დოკუმენტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.
მე ზუსტად ვიცი, რომ ვერ გავაჩერებ დღეს ამ პროექტის მიღებას. მე მიმაჩნია, რომ ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და მე მგონია, რომ ჩვენ ძალიან ცუდ საქმეს ვაკეთებთ ამის გაკეთებით და იმით, რომ ასეთ დროს, ვიდროვეთ და დაჩქარებული წესით ქართველი ხალხის ზურგს უკან ერთი ჩეულებრივი მავნებლური საბჭოთა ნორმა შემოვიღეთ," - განაცხადა ხვიჩიამ.
კანონპროექტს, რომელიც 2 მუხლში ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტი ამ წუთებში იხილავს.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებები შედის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებში. 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და მოქმედი კანონმდებლობით 500 ლარით ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად კი, თუ პირი განმეორებით ჩაიდენს წვრილმან ხულიგნობას, ის უკვე 1 500-დან 2 000 ლარამდე დაჯარიმდება.
173-ე მუხლი, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას გულისხმობს და მასზე დღეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე.
ცვლილებების მიხედვით - ჯარიმა პირველი სამართალდარღვევის შემთხვევაში განისაზღვრება 2 000-დან 3 000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში კი, პირი 3 500-დან 4 500 ლარამდე დაჯარიმდება.
ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით განისაზღვრება.
კანონპროექტის ინიციატორები არიან დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, გურამ მაჭარაშვილი და კახა კახიშვილი.