სააკაშვილის ციხეში მოკვლით ხელისუფლება პუტინის დავალებას ასრულებს - ირაკლი ნადირაძე
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პუტინის დავალების შესასრულებლად და სააკაშვილის ციხეში მოკვლით ხელისუფლებაპუტინის დავალებას ასრულებს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ის ფაქტი, რომ "ოცნება" მესამე პრეზიდენტის სავარაუდო მოწამვლის საქმეზე გამოძიებას არ იწყებს, კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ ის მიზანმიმართულად მოქმედებს.
თქვენ ნახეთ არაერთი საერთაშორისო და თუ ადგილობრივი, ძალიან ავტორირეტული ექსპერტების და ექიმების განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლსი აღმოჩენილია მომწამვლავი ნივთიერებები, რაც უნდა ყოფილიყო დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყების საფუძველი.ის, რომ ეს აქამდე არ მომხდარა, ამძაფრებს კიდევ უფრო მეტად ეჭვს, რომ ეს კეთდება მიზანმიმართულად, რომ არ გამოჩნდეს რეალობაში რა ხდება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და გაფიქრებინებს, რომ ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომ პუტინის სურვილის და დავალების შესაბამისად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უბრალოდ, მოკლან ციხეში,- ამბობს ირაკლი ნადირაძე.
ვიდრე ამერიკული ლაბორატორია მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დარიშხანს და ვერცხლის წყალს იპოვიდა, საწამლავი ქართველ ექიმებსაც აღმოჩენილი ჰქონდათ.
„შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებიც ადასტურებს, რომ პრეზიდენტის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციის ეჭვი პირველად კლინიკა „ვივა-მედში“ 25 აგვიტოს გაუჩნდათ.
სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი "შაბათი ეთერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის სავარადო მოწამვლასთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება უკვე დაწყებულია. მისი თქმით, თუკი ეს დადასტურდა, კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისგების საკითხი გახდება, საზღვრის კვეთის შემთხვევაში კი ძებნილი პირების დაკავება მოხდება.