აბი გლუკოზას ვაძლევდი, როგორც ჩანს, გამოელიათ - მეუფე გრიგოლ კაცია ამბოხებულ მღვდლებზე

29.04.21 14:37
აბი გლუკოზას ვაძლევდი, როგორც ჩანს, გამოელიათ - მეუფე გრიგოლ კაცია ამბოხებულ მღვდლებზე

წალკის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ კაცია ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბოხებულ სასულიერო აკრიტიკებს. 

მე მათ აბი გლუკოზას ვაძლევდი, როგორც ჩანს, გამოელიათ"- თქვა წალკის ეპისკოპოსმა. 

მიტროპოლიტი გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში მას შემდეგ განაწესეს, რაც მეუფე პეტრე ცაავას მღვდელმოქმედება შეუჩერეს და სინანულისთვის მონასტერში გაგზავნეს. თუმცა 2021 წელის 11 თებერვალს გამართულ სინოდის სხდომაზე მეუფე გრიგოლი კვლავ წალკის ეპარქიაში დააბრუნეს, ამჟამად  ეპარქიას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე ხელმძღვანელობს, რასაც ამბოხებული მღვდლები აპროტესტებენ და პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ.