ალასანია ზურაბიშვილს: "მოაზროვნე ადამიანები აზრს იცვლიან"
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ მოწამვლის შესახებ ეჭვი თავად მიხეილ სააკაშვილს თვეების წინ გაუჩნდა და ინფორმაცია მის ერთ-ერთ მნახველს გაანდო.
გიული ალასანია ამბობს, რომ ყველა სიმპტომი, რაც სააკაშვილს აღენიშნებოდა, სწორედ მოწამვლისკენ მოითითებდა.
მისი თქმით, ოჯახი 22 დეკემბერს ცანიშნულ სასამართლო პროცესს ელოდება, სადაც მესამე პრეზიდენტის ბედი უნდა გადაწყდეს:
მე ველოდები სასამართლოს, თვითონ რას ფიქრობს არ ვიცი. არაფერს ამბობს. ჩართავე თუ არა პროცესი რაც შეუძლება სწარაფდ უნდა ცატარდეს. ახალი წელი მოვიდა უკვე, რა ვქნათ? - მომავალ ახალ წელს ველოდებით?!"- აღნიშნა გიული ალასანია.
კითხვაზე, პროცესების გაჭიანურების შემთხვევაში უნდა აიღოს თუ არა პრეზიდენტმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გიული ალასანია ამბობს, რომ "მოაზროვნე ადამიანები ზრხს იცვლიან".
მისი თქმით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულია და გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.
ცნობისთვის, მარიამ ჯიშკარიანის ვერსიით, სააკაშვილი რთული ქიმიური ან რადიაქტიური ნივთიერებებითაა მოწამლული.