15-ვე კომიტეტში ჩვენ გვიწევს სიარული, დავიღალეთ - ზილფიმიანი
"15-ვე კომიტეტში ჩვენ გვიწევს სიარული, დავიღალეთ", - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სესიაზე "ევროპელი სოციალისტების" წევრმა, დავით ზილფიმიანმა, ოპოზიციას. ზილფიმიანმა თქვა, რომ ოპოზიციის ბოიკოტის გამო მუშაობის მთელი ტვირთი მათზე გადავიდა.
იცით თქვენ, რომ მე პროფესიით არ ვარ იურისტი და იმ კომიტეტებში ვიღებ მონაწილეობას, რომელშიც ვთვლი, რომ შემიძლია, რაღაცა სიკეთე მოვუტანო იმ მიმართულებებს, რომლებშიც აღვიზარდე. მეცნიერების და განათლების კომიტეტის გარდა, საგარეო კომიტეტის გარდა, ისე მოხდა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად 15-ვე კომიტეტში ჩვენ გვიწევს სიარული და მადლობა ღმერთს, ცოტა კაი ხანია შეგვეშველა ,,მოქალაქეები". დავიღალეთ რა, ყველგან ჩვენ დავდივართ.
სრული შატალოა. 6-თვიანი შატალო არ გამიგია კაცო. ახლა შემოვიდნენ, დაიღალნენ, ისევ წავიდნენ. ახლა ერთი კვირა არ მოვლენ კიდევ. ნუ, რა არის, ვერ გავიგე", - თქვა ზილფიმიანმა.