სუსი-ს მიერ მართული მორიგი ,,ტიტუშკა" - გიორგი კირთაძის პირველი კომენტარი თავდასხმაზე

19.12.22 15:32
სუსი-ს მიერ მართული მორიგი ,,ტიტუშკა" - გიორგი კირთაძის პირველი კომენტარი  თავდასხმაზე

ეს არის სუსი-ს მიერ მართული მორიგი ,,ტიტუშკა", ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო - ასე აფასებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კირთაძე, მასზე განხორცილებულ თავდასხმას.

ენმ-ს წევრი ამბობს, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა, მისი თქმით, გამოძიებას აზრი არ აქვს, რადგან "ასეთ პირებს დავალებებს ,,ოცნების" პოლიტიკური ხელმძღვანელები აძლევენ".

მქონდა სატელევიზიო ჩართვა, სადაც იმაზე ვსაუბრობდი, თუ ასე გაგრძელდა, ბელორუსიიზაციის გზას დავადგებით, სადაც კრიტიკული აზრის მქონე ადამიანები, ოპოზიცია, კრიტიკული მედია არარ არსებობენ-მეთქი. 

ამ დროს ვიღაცამ ზურგიდან ლაჩრულად კვერცხების სროლა დაიწყო. ვერ გავარკვიე, მას რა უნდოდა. ვთხოვე, სახელი და გვარი მაინც ეთქვა ჩემთვის, რომ ჩართვის მერე მასთან კონსტრუქციულად მესაუბრა, მაგრამ არ თქვა სახელი და ბოლოს გაიქცა. 

არ ვიცი, ეს ადამიანი ,,ალტ ინფოს" წევრია, თუ მათი მოაზრე, მაგრამ ფაქტია, რომ ის არის სუსი-ს მიერ მართული მორიგი ,,ტიტუშკა". 

ახლა პოლიციაც მოვიდა, მაგრამ რა უნდა გამოიძიონ, როცა მათი ხელმძღვანელი აძლევს ასეთ დავალებებს? მთხოვეს, გამოკითხვაზე მივიდე პოლიციაში და ალბათ მივალ, მაგრამ ამას აზრი არ აქვს. ვიმეორებ, ამ ადამიანებს დავალებებს აძლევს მათი პოლიტიკური ხელმძღვანელი. 

ეს იყო დადგეგმილი პროვოკაცია, რადაგან ასე დღისით ქუჩაში ადამიანები ჯიბეში კვერცხებით არ დადიან. თუმცა საბოლოოდ რისი მიღწევა უნდა ამით ღარიბაშვილსა და ივანიშვილს? - ამბობს გიორგი კირთაძე. 

გიორგი კირთაძეს სატელევიზიო ჩართვის დროს თავს დაესხნენ.  

მსგავსი სიახლეები