ვენეციის კომისია პირდაპირ ვერ იტყვის, რომ კლანი უნდა წავიდეს - ანა დოლიძე

29.04.21 15:35
ვენეციის კომისია პირდაპირ ვერ იტყვის, რომ კლანი უნდა წავიდეს - ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი და იუსტიციის უმღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს აფასებს. დოლიძის თქმით, "ოცნება" კომისიის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს იმისთვის, რომ მოსამართლეთა კლანის მმართველობა არ შესუსტდეს. 

ვენეციის კომისია ვერ ჩაწერს თავის რეკომენდაციებში, რომ კლანი უნდა წავიდეს, ან კლანი უნდა გამოიცვალოს, ეს იქნებოდა პოლიტიკური განცხადება. მერამდენე რეკომენდაციებში კომისია ცდილობს, იქნებ სამართლებრივი ბერკეტებით და პროცედურებით ნელ-ნელა შეასუსტოს კლანის ძალაუფლება. ერთად რომ მიეღო "ოცნებას" ეს რეკომენდაციები, ძალიან გაუჭირდებოდა კლანს მართვა. ამიტომ არის, რომ ისინი ითვალისწინებენ 2 ან 3 საფეხურს მთელი პაკეტიდან, - ამბობს ანა დოლიძე. 

ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ ახალი დასკვნა გამოაქვეყნა. კომისია რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, შეჩერდეს მოსამართლეთა არჩევის პროცედურა და განიხილონ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევას ეხება, საქართველოს პარლამენტმა 1 აპრილს დაჩქარებული წესით განიხილა და ერთხმად (86 ხმით) მიიღო.

მსგავსი სიახლეები