მარტო ვიბრძვი - იოსელიანი ოპოზიციას აკრიტიკებს
პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა, ოპოზიცია საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობის არმიღების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, მარტო რომ არ ებრძოლა, წვრილმანი ხულიგნობისთვის განსაზღვრული პატიმრობის ვადა შესაძლოა არა 24, არამედ 12 საათამდეც კი დაეყვანათ.
ნამდვილად არ მეხალისებოდა გუშინ 8, თუ 9 საათამდე კომიტეტზე ჯდომა და ბატონ ანრი ოხანაშვილთან დისკუსია. გამოვიტანე უკეთესი- 48 საათის მაგივრად 24 საათი და ამის გულისთვის არავისგან მივიღებ შენიშვნას და მარტო რომ არ ვყოფილიყავი იმ ოთახში და სხვებიც ყოფილიყვნენ, ის 12 საათი შეიძლებოდა დაგვეტოვებინა ძალაში, - განაცხადა იოსელიანმა.
საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს - კანონპროექტის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სანქციები იზრდება. ამასთან ცვლილება ეხება 12-საათიან პატიმრობასაც.