მოღალატე "ოცნებამ" ჰააგის ტრიბუნალზე რუსეთს პასუხისმგებლობა აარიდა - ვაშაძის საგანგებო განცხადება

20.12.22 12:42
მოღალატე "ოცნებამ" ჰააგის  ტრიბუნალზე რუსეთს პასუხისმგებლობა აარიდა -  ვაშაძის საგანგებო განცხადება

"ოცნებამ" თავისი მოღალატეობრივი ქმედებით ჰააგის ტრიბუნალზე რუსულ მხარეს პასუხისმგებლობა აარიდა, ბრალი წარდგენილია მხოლოდ ოსური მხარისთვის, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მმართველი გუნდი ეროვნული ინტერესების ღალატში პირდაპირ დაადანაშაულა და  ყველა ის ტყუილი ჩამოთვალა, რომელიც ხელისუფლებამ აგვისტოს ომთან და ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით გაავრცელა. 

წარმოგიდგენთ კონკრეტულ მტკიცებულებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოს ეროვნული ინეტერესების ღალატის და რუსული ინტერესების გატარების ამ საქმესთან დაკავშირებით.

ტყუილი N 1, რომ თითქოს გამოძიება დაიწყო 2014 წლიდან და ჰააგა ცაერთო 2014 წლიდან, ჰააგის სასამართლოს ჩაერთო ამ საქმის მოკვლევაში 2008 წლის 10 აგვისტოდან. ომი არც კი იყო დამთავრებული.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი: მას შემდეგ, რაც საქართველოში შეიცვალა ხელისუფლებაანუ 2012 წელს, ჰააგის სასამართლოს პროკურატურის ყოველწლიური რეპორტიდან ანგარიშდან გაქრა ტერმინი, რომ გამოძიება მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მათ შორის და მათ მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით და დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი ცნება, რომ მიმდინარეობდა 2008 წლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება.

მესამე, 2014 წელს თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით ქართულმა მხარემ შეწყვიტა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით და რაც ყველაზე საგანგაშო და მძიმეა: მათ დასკვნასც კი არ გააკეთეს, რომ მათ აქვთ მტკიცებულება რუსული მხარის დანაშაულებთან დაკავშირებით და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ქართულმა მხარემ რაიმე დანაშუალებრივი ქმედება ცაიდინა, რითაც გააკეთოს საკუთარი სტრატეგია, რომელიც მათ ჰქონდატ ხელისუფლებაში მოსვლის დროს.

პირველი - გამოერიცხათ რუსული მხარის დანაშუალებრივი ქმედება 2008 წლის ომთან დაკავშირებით და მეორე, მაქსიმალურად ემუშავათ იმისთვის, რომ პირველ რიოგშ, ქართელი სამხედროების და შემდგომ უკვე პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მომხდარიყო ჰააგის სასამართლოს პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენა და ჰააგის ტრიბუნალზე წარმდგარიყვნენ ქართელი სამხედროები და მათი გვალით პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც იყო 2008 წლის ომის დროს, - განაცხადა ვაშაძემ. 
 

მსგავსი სიახლეები