შიმშილობის მეექვსე დღე პარლამენტში - დეპუტატ ანი წითლიძის მდგომარეობა გართულდა

20.12.22 13:56
შიმშილობის მეექვსე დღე პარლამენტში - დეპუტატ ანი წითლიძის მდგომარეობა გართულდა

შიმშილობის მეექვსე დღე პარლამენტში. ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრების  უწყვეტი პროტესტი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით გრძელდება.

მოშიმშილე დეპუტატების ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება - ყველაზე ცუდი მდგომარეობაშია ანა წითლიძე. ის უკვე ორი დღეა,  მედიასთან არ გამოჩენილა და ვერც კომენტარის გაკეთებას ახერხებს.

მოშიმშილე დეპუტატები პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის შეწყვეტას მანამ არ აპირებენ, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ უცხოეთში არ გადაიყვანენ. 

დღეს პარლამენტში მედიკოსებს ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები