ფარსი და რუსულ სტილში გაკეთებული განცხადება - ჯიშკარიანი პენიტენციურის გზავნილზე

20.12.22 13:08
ფარსი და რუსულ სტილში გაკეთებული განცხადება - ჯიშკარიანი პენიტენციურის გზავნილზე

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი რატი ბრეგაძეს რუსული სცენარით მოქმედებაში ადანაშაულებს. მარიამ ჯიშკარიანი პენიტენციური სამსახურის განცხადებას ფარსს უწოდებს და პირდაპირ ამბობს, რომ თუ ვინმე ქვეყანაში კონსტიტუციურ წყობას არღვევს, ეს სწორედ ბრეგაძის უწყებაა. 

პენიტენციური სამსახურის  განცხადება წარმოდგენს რუსულ სტილში კონსტიტუციური წყობისკენ დაცვისკენ მოწოდებას. არანაირი უფლებამოსილება პენიტენციურ სამსახურს ამის არ გააჩნია და არ მგონია ის უწყება, სადაც ერთი წლის განმავლობაში წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი მიხეილ სააკაშვილის, ჰქონდეს რაიმე სახის პრეტენზია კონსტიტუციურ წყობაზე. „ვივა-მედის“ კლინიკაში ჩატარდა ეს კვლევა. არის მცირე ოდენობით 4-ვე მეტალი, რომელზედაც ჩატარდა კვლევა, სისხლში აღმოჩენილი და ამას სჭრდება ინტერპრეტაცია სპეციალისტის მიერ. ამერიკელმა სპეციალისტმა ჩაატარა მთელი რიგი კვლევები, დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. ასევე განიხილა ყველა ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგი და ჩვენთვის უკვე ცნობილიამისი მოსაზრება ამ მიმართულებით. ასე რომ, რას ემსახურება ახლა რატი ბრეგაძის უწყების განცახდება, ჩვენთვის უცნობია. მოვუწოდებ რატი ბრეგაძეს, პენიტენციური სამსახურს, შეწყვიტოს ფარსი კონსტიტუციურ წყობასთან და  სახელმწიფო ინტერესების დაცვასტან დაკავშირებით. ეს კადრები, რაც მოსახლოებამ იხილა ერთი წლის განმავლობა რატი ბრეგაძის უწყებიდან, არ ემსახურებოდა საქართელოს ინტერესებსდა კონსტიტუციურ წყობას, ასე რომ, თითონ ვის სამსახურშ დგანან, ესეც საკითხავია. იმდაგვარ სტილში აქვეყნებენ განცხადებებს, როგორი ქვეყნდება რუსეთში, - თქვა ჯიშკარიანმა. 

ცოტა ხნის წინ პენიტენციურიმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც მესამე პრეზიდენტის ადვოკატები და ექსპერტები ტყუილში დაადანაშაულა. 

მსგავსი სიახლეები