,,ოცნება" ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტსაც არ უსმენს - გიორგი ვაშაძე
,,ქართული ოცნება" საომარ მოქმედებაში ჩართულ უკრაინის პრეზიდენტსაც აღარ უსმენს - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმეშენებელის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილის შეფასებისას განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატი უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის მცდელობად არ აფასებს, რადგან მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა.
ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ეს თემა რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით. რაც შეეხება ,,ქართულ ოცნებას", არც იმ ქვეყანას უსმენენ, რომელიც საომარ მოქმედებებშია ჩართული და საკუთარ ინტერესებს იცავს რუსეთის წინაარმდეგ ბრძოლაში და კიდევ იცლის ამისთვს... ეს ვერ იქნება ქვეყნის შიდა საქმებში ჩარევა, რადგან მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი, საქართველოს მთავრობას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვნას სთხოვს.
ვოლოდიმერ ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს უკრიანამ მიიღოს მიხეილ სააკაშვილი მკურნალობისთვის, თუმცა იქვე განმარტავს, რომ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ან შეერთებულ შტატებში, სადაც შესაბამისი სამედიცინო სერვისია ხელმისაწვდომი.