საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებულ კირთაძეს ადგილზე გამომძიებლები არ დახვდნენ
საგამოძებო სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებულ გიორგი კირთაძეს ადგილზე გამომძებლები არ დახვდნენ. ოპოზიციონერი გარეთ იცდის.
"გამოძიებელი დღეს დილით მობრძანდა ჩემს სახლში თანმხლებ პირთან ერთად. მთხოვა, რომ მოვსულიყავი გამოსაკითხად. მოვედი და ადგილზე არ დამხვდნენ. არ ვიცი, დაურეკეს, უთხრეს არ გამოიძო ეს საქმეო, თუ რა მოხდა, არ ვიცი". საბოლოო ჯამში, ის ადამიანი, ვინც ჩემზე და ჟურნალისტებზე თავდასხმა განახორციელა, ურბალოდ ჯიბეებში კვერცხებჩადებული გადაადგილდება ქუჩაში" , - ამბობს კირთაძე.
გიორგი კირთაძეზე თავდასხმელის ვინაობის დადგენას პოლიცია თავად დაზარალებულ პოლიტიკოსს სთხოვს.
ძალოვანი უწყება ამტკიცებს, რომ ვერ ახდენს იმ ადამაინის იდენტიფიცირებას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს პირდაპირ ეთერში კამერების წინ თავს დაესხა.