უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვერ წარმომიდგენია - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

20.12.22 14:32
უფრო მეტად  გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვერ წარმომიდგენია - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი მეუფე ნიკოლზი, რომელმაც მიხეილ სააკაშილის ცოტა ხნის წინ მოინახულა, მისი მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გადაიყვანოს. 

მეუფე ნიკოლოზმა სააკაშილს "ვივა-მედის" საკანად ქცეულ პალატაში შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო აღასრულა და ექსპრეზიდენს  ზეთი აცხო. 

ჩვენი საუბარი, ძირითადად ამ ბოლო დროს არ ეხება საერთოდ ამქვეყნიურ ამბებს, ეხება ძირითადად, სულიერ საკითხებს, იმიტომ, რომ მეც გამოვაცხადე ამასწინათაც და ახლაც მინდა ვთქვა, რომ მე ხმამაღლა ვამბობ ჩემს პირად სურვილს. მე ვთლი, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა გააგრძელოს მკურნალობა უცხოეთში და ჩემი ლოცვაც ამაში მდგომარეობს. შვიდჯერ ზეთის ცხების საიდუმლო ჯანმრთელობისთვისაც არის და დავიწყებული ცოდვების მიტევებისთვსაც და მთლიანად წავუსვი ზეთი მთელს სხეულზე. მე იმედი მაქვს, რომ ეს ზეთი კურნავს ადამიანს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე  ვფიქრობ, რომ  მარტო ამის იმედად არ უნდა ვიყოთ.
მთელი ამ საიდუმლოების დროს იქვა და თვალები ჰქონდა დახუჭული. გამხდარია ძალიან. უფრო მეტად კიდევ გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვერ წარმომიდგენია. მე სულ ვამბობ, რომ რამდენიც შევდივარ, იმდენი უარესად მხვდება, მაგრამ დღეს ვერ ვიტყვი ვერაფერს, იმიტომ, რომ იწვა და შეუძლებელია ამ 2 საათის განმავლობაში კონტაქტური იყოს ადამიანი, როცა ასეთ ძლიერ ლოცვას უკითხავენ, - თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

 

მსგავსი სიახლეები