თავდასხმა სუს-ის მიერ იყო ორგანიზებული, არ მჯერა, რომ ადამიანები ჯიბეში კვერცხებჩაწყობილი დადიან - კირთაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი კირთაძე არა დაკავებული თავდამსხმელის, არამედ ამ თავდასხმის ორგანიზატორების დასჯას ითხოვს.
კირთაძე დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი სუს-ისა და „ოცნების“ მაღალჩინოსნების მიერ დაორგანიზდა.
ამ ერთ ადამიანზე ჯოხის გადატეხვა, რომ თითქოს ის არის ახლა გაბრაზებული გიორგი კირთაძეზე, იქნება სრული უპასუხისმგებლობა სახელმწიფოს მხრიდან. ხომ ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ეს იყო ორგანიზებული და მე, არა ამ ადამიანის, არამედ ორგანიზატორების დასჯას ვითხოვ, იმ ადამიანების, ვინც ამ საზოგადოებაში ბოღმისა და სიძლვილის დათესვით არიან დაკავებულნი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი იმართებოდა სუს-ისა და „ოცნების“ მაღალჩინოსნების მიერ. მე არ მჯერა, რომ ადამიანები ქუჩაში კვერცხებჩაწყობილები დაიარებიან", - ამბობს კირთაძე.
შეგახსენებთ, რომ სოსო სირაბიძე გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს გიორგი კირთაძეს პირდაპირ ეთერში, კამერების წინ თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 24 საათზე მეტი დასჭირდათ, რომ მოძალადე პირის იდენტიფიცირება მოეხდინათ და დაეკავებინათ.