საგამოძიებო მოქმედებები სააკაშვილის პალატაში - მესამე პრეზიდენტს თმის ღერისა და ფრჩხილის ნიმუშებს აიღებენ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლი "ვივა-მედში" მივიდა - ვასილ კაკაშვილი ამბობს, რომ - მესამე პრეზიდენტს თმის ღერისა და ფრჩხილის ნიმუშებს აიღებენ.
დღეს ვიმყოფებოდით მიხეილ სააკაშვილთან მათ შორის ფრჩხილის და თმის ნიმუშის ასაღებად, რა პოზიციაც მათ ჩვენთან დააფიქსირეს.
მიხეილ სააკაშვილს გავაცანით, ეს ინფორმაცია მივაწოდეთ პირადი კომუნიკაციისას. მან უარი არ განაცხადა ნიმუშის აღებაზე, უბრალოდ თავისი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან ითხოვა დამატებითი კონსულტაციისას დრო. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება და გვაცნობებენ უახლოეს პერიოდში.
ნიმუშის აღებას სჭირდება თვითონ პირის თანხმობა. სამართლებრივი საფუძველი ამ შემთხვევაში არის ეს და ჩვენ ვითავლისწინებთ ბატონი მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატების პოზიციას და დღეს არ ჩატარდა ეს საგამოძიებო მოქმედებები, - განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.