სიმონიანი პუტინს: მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტს არ მიეცით უფლება, შეეჭამა აფხაზეთი, ოსეთი
პუტინმა მისი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სიმონიანმა აგრესორი ქვეყნის მეთაურს მიმართა და თქვა: "მადლობა კაციჭამიების ჩაძაღლებისთვის".
მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტ კაციჭამიას არ მიეცით უფლება შეეჭამა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მადლობა, რომ რამდენიმე წლის წინ შეწყვიტეთ ხოცვა-ჟლეტა ყარაბაღში. იმის ყურებით, რა ხდება დონეცკში, არ შეიძლება არ ნერვიულობდე და განიცდიდე. მადლობა, რომ ტკივილით, სისხლით, მაგრამ ამ კანიბალების სისხლიანი პირიდან გლეჯთ ჩვენს ხალხს, რომ ამაზე წახვედით. ჩვენ დაგეხმარებით ამაში, ჩავაძაღლებთ კაციჭამიებს, რამდენადაც თქვენ მოითხოვთ"- თქვა სიმონიანმა.