მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, "პოლონიუმით" არის მოწამლული (დოკუმენტი)
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, "პოლონიუმით" არის მოწამლული.
"პირველების" მიერ მოპოვებულია დოკუმენტები, სადაც მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს წერს, რომ საჭიროა კვლევების ჩარარება.
20 დეკემბრით დათარიღებულ დოკუმენტში წერია ისიც, რომ მსგავსი კვლევების ჩატარება საქართველოში შეუძლებელია.
დოკუმენტში წერია ისც, თუ რა კვლევები უნდა ჩაუტარდეს მიხეილ სააკაშვილს, იმისთვის, რომ დადგინდეს არის თუ არა ის "პოლონიუმით" მოწამლული.
შალვა ხაჭაპურიძემ დღეს ამ თემაზე ჟურნალისტებთანაც ისაუბრა და თქვა, რომ "პოლონიუმით" შესაძლო, მოწამვლასთან დაკავშირებით ეჭვები უცხოელებს გაუჩნდათ.
“ჩვენ მივწერეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინაიდან, უცხოელებს ეჭვი გაუჩნდათ, მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, „პოლონიუმით“ იყოს მოწამლული. საერთაშორისო ტოქსიკოლოგიურ ორგანიზაციებს მივწერეთ, მათგან პასუხი მოგვივიდა, ამის დასადგენად თუ რა კვლევები უნდა ჩავატაროთ, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.