შეუძლებელია იმის ყურება, როგორ კლავენ საქართველოს ისტორიასა და მის პრეზიდენტს - მიხაილო პოდოლიაკი

20.12.22 18:17
შეუძლებელია იმის ყურება, როგორ კლავენ საქართველოს ისტორიასა და მის პრეზიდენტს - მიხაილო პოდოლიაკი

"შეუძლებელია იმის ყურება, თუ როგორ კლავენ ცივილიზებული სამყაროს თვალწინ საქართველოს ისტორიასა და მის პრეზიდენტს"- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, უკრაინა მზადაა მიიღოს მიხეილ სააკაშვილი და უზრუველჰყოს მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოება: 

შეუძლებელია პირდაპირ ეთერში უყურო, როგორ კვდება ადამიანი, რომელსაც იცნობ. შეუძლებელია იმის ყურება, თუ როგორ კლავენ ცივილიზებული სამყაროს თვალწინ  საქართველოს ისტორიასა და მის პრეზიდენტს. უკრაინა მზადაა მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, გარანტირებული იყოს მისი უსაფრთხოება და სათანადო მკურნალობა. საქართველო, გააკეთე სწორი არჩევანი"-  წერს  მიხაილო პოდოლიაკი. 

მსგავსი სიახლეები