დაკავება პროტესტის შემდეგ - გიორგი კირთაძზე თავდამსხმელს ხელბორკილები 24 საათის შემდეგ დაადეს

20.12.22 20:16
დაკავება პროტესტის შემდეგ - გიორგი კირთაძზე თავდამსხმელს ხელბორკილები 24 საათის შემდეგ დაადეს

 24 საათიანი ლოდინის შემდეგ, გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი დაკავებულია. საზოგადოების პროტესტის შემდეგ, მოძალადე კაცს  ხელბორკილები დადეს.   გავრცელებული  ინფორმაციით, იოსებ  სირაბიძე 5 ივლისის მოვლენების მონაწილეა. კირთაძეზე თავდასხმის შემდეგ, ის სწორედ "ალტ ინფოს" წევრებმა  გადამალეს.    

დღეს მოძალადე კაცის გამართლებას სწორედ რადიკალთა დაჯგუფების წევრები ცდილობდნენ. ამტკიცებდნენ, რომ სირაბიძეს  თავდასხმა წინასწარ არ დაუგეგმავს. ქუჩაში კვერცხებით შეიარაღებული გადაადგილდებოდა და ოპოზიიციის წევრზე ძალადობის გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო.   ძალადობის მსხვერპლი  გიორგი კირთაძე  კი დანაშაულის ორგანიზიებაში სუს-ს ადანაშაულებს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები