კაცი, რომელმაც "პირველების" გადამღებ ჯგუფს გაუსწორდა, ამ დრომდე არ დაუკავებიათ
კაცი, რომელმაც "პირველების" გადამღებ ჯგუფს აგინა და "ტვ პირველის" ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდა, ჯერ დაკავებული არ არის. სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ გამოძიება დაიწყო.
გადაღებული კადრებით მოძალადე პირის იდენტიფიცირება თავისუფლად არის შესაძლებელი და სავარაუდოდ, ცნობილია, მისი საცხოვრებელი ადგილიც.
მამაკაცი, "პირველების" ჟურნალისტს და ოპერატორს დღეს ფონიჭალაში სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს დაუპირისპირდა. ის ნარკოდანაშაულში ბრალდებულის ოჯახის წევრია.
ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერაიმ კი მთელი ქვეყანა მოიცვა. დაკავებულია 62 პირი, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებმაც ნარკოტიკები საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს.
ამოღებულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებები.
ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერა - ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში