"ჰააგის სასამართლოს მიერ დამნაშავედ გამოცხადებული გენერალი ბორისოვი ცოცხალია" - სკანდალური ინფორმაცია
ჰააგის სასამართლოს მიერ დამნაშავედ გამოცხადებული გენერალი ბორისოვი ცოცხალია. ამ სკანდალურ ინფორმაციას გიორგი ვაშაძე ავრცელებს. სისხლიანი გენერალი, რომელიც მოსკოვმა რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილად გამოაცხადა, უბრალოდ გადამალეს, რომ კვალი მაშინდელ პრეზიდენტამდე, მედვედევამდე არ მისულიყო. სწორედ ბორისოვია ის სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელიც უკვე ოფიციალურად მხილებულია ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და აკრძალული იარაღის გამოყენებაში.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქართველოს ხელისუფლებას უკეთ რომ ემუშავა ჰააგა გაცილებით მძიმე ვერდიქტს გამოიტანდა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთისთვის პასუხისმგებლობა აეცილებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო სასამართლო ეთნიკურ წმენდასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის ფაქტებზეც გამოიტანდა განაჩენს.
ბრალდებებს ხელისუფლება ისევ 2008 წელს მიღებული რეზოლუციით პასუხობს, სადაც მათი თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის საწინააღმდეგო დოკუმენტს მოაწერა ხელის.
ვრცელად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში