პოლიტიკური ვაჭრობა სახალხო დამცველის ინსტიტუტის დამორჩილებისთვის - "პირველებისთვის" ხელისუფლების გეგმა ცნობილია

20.12.22 20:35
პოლიტიკური ვაჭრობა სახალხო დამცველის ინსტიტუტის დამორჩილებისთვის - "პირველებისთვის" ხელისუფლების გეგმა ცნობილია

პოლიტიკური ვაჭრობა სახალხო დამცველის ინსტიტუტის დამორჩილებისთვის - "პირველების" ინფორმაციით, "ოცნებამ" ახალი სვლა დაგეგმა: ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს, რომ სასურველი კანდიდატი გაიყვანოს ომბუდსმენის პოსტზე, სანაცვლოდ კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი არამოსამართლე წევრის ადგილი დათმოს. 

წყაროს ცნობით, მმართველი გუნდისთვის იუსტიციის საბჭო ნაკლებად პრიორიტეტულია, რადგან  სამი დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევის შემთხვევაშიც კი კლანის გავლენების  დასუსტება მაინც შეუძლებელი ხდება.

"ოცნებისთვის" ახლა უფრო მეტი  თავის ტკივილი სახალხო დამცველია, ამიტომ მზად არის პოლიტიკურ  ხრიკს მიმართოს, მითუმეტეს, რომ ფავორტი  კანდიდატის დასამტკიცებლად ოპოზიციიდან მხოლოდ რამდენიმე ხმა არის საჭირო.

მსგავსი სიახლეები