შიმშილობის მე-6 დღე პარლამენტში - მოშიმშილე დეპუტატების მდგომარეობა მძიმდება

20.12.22 20:38
შიმშილობის მე-6 დღე პარლამენტში - მოშიმშილე დეპუტატების მდგომარეობა მძიმდება

მოშიმშილე დეპუტატების მდგომარეობა მძიმდება. რადიკალური აქციის მე-6 დღეს სამივე დეპუტატს აქვს გამოხატული სისუსტე და დაბალი არტერიული წნევა. განსაკუთრებით გაუარესდა ანი წითლიძის ჯანმრთელობა. მედიკოსების რეკომენდაციის მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა. მოშიმშილე დეპუტატების მოსანახულებლად დღეს პარლამენტში პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.  აქციის არც ერთი მონაწილე შიმშილობის შეწყვეტას არ გეგმავს მათი მთავარი მოთხოვნის შესრულებამდე.

მსგავსი სიახლეები