"ოცნების" სპეკულაციებით მედგაცრუებულები ვართ - უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი

21.12.22 10:32
"ოცნების" სპეკულაციებით მედგაცრუებულები ვართ - უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი

უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი  ოლეგ ნიკოლენკო "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს სოციალურ ქსელში პასუხობს. ნიკოლენკო წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობის მოხნას ცდილობს.

ამასთან, საგარეო უწყების წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის სახალხო დამცველის დაშვებას და მისთვის სატანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას მოითხოვს. 

საქართველოს მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა უკრაინის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო, რომელიც მიზნად თბილისის ომში ჩართვას ისახავდა. რა სახის ინსინუაციებს არ მიმართავს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად.

უკრაინა საქართველოს შიდა საქმეებში არასდროს ჩარეულა და არც გეგმავს ჩარევას. სამაგიეროდ, საქართველოს ხელისუფლების სპეკულაციებით უკრაინაში ომის თემასთან დაკავშირებით, რომელიც  საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნების მიღწევას ემსახურება, ღრმად იმედგაცრუებულები ვართ.

ჩვენ კვლავ მოვითხოვთ სააკაშვილთან უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის დმიტრო ლუბინეცის დაშვებას. ასევე მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ უკრაინის მოქალაქე სათანადო სამედიცინო დახმარებით. დააკმაყოფილოთ სასჯელის გადავადების მოთხოვნა შემდგომი მკურნალობისთვის - სააკაშვილის უკრაინის, დასავლეთ ევროპის ან ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის მიზნით, - წერს ნიკოლენკო. 
 

"ქართული ოცნების" ლიდერმა,  მამუკა მდინარაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება გუშინ შეაფასა და თქვა, რომ "საქართველოში სააკაშვილის გამოგზავნა იყო სპეცოპერაცია".

დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა სპეცოპერაციის ობიექტის, შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი. ეს არის მარტივი შეფასება. ავტორებს ჩვენ არ ვასახელებთ - თავს ვიკავებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს უამრავი ამბავი, რაც კულისებში ბევრმა კარგად იცის, მაგრამ დიდ უხერხულობას შექმნის ამის გარეთ გამოტანა". - თქვა მედიასთან მდინარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები