საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად - სახ.დეპი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან საუბრობს.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უცლებების დაცვა.
საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით, როგორც ამას დამოუკიდებელი სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტები გვირჩევენ“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.