ერთადერთი ადამიანი, ვისი სიტყვითაც მიხეილ სააკაშვილს გაუშვებენ უცხოეთში სამკურნალოდ, არის პუტინი - თემურ ჯანაშია
ენმ-ს მოშიმშილე დეპუტატი , თემურ ჯანაშია, მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს. მას მიაჩნია, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისი სურვილის შემთხვევაში გაუშვებენ მესამე პრეზიდენტს უცხოეთში სამკურნალოდ, არის ვლადიმერ პუტინი.
მინდა, მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე მივულოცო, მინდა, მას ჯანმრთელობა და მხნეობა ვუსურვო. მსურს, მიუხედავად ამდენი ბოროტებისა და სისასტიკისა, რაც მას გადახდა, დარჩენილიყოს ისეთივე იდეალისტი, რაც აქამდე იყო.
ვაგრძელებთ შიმშილობას, აქტიურობას. მდგომარეობა შესაბამისია, როგორც უნდა ვიყოთ ამ ეტაპისთვის, რაღაც გართულებები არ აღინიშნება.
თვითეული ქვეყნის პასპორტს აწერია, რომ მოქალაქეს იცავს მისი ქვეყანა. შესაბამისად, არავის არ უნდა გაუკვირდეს, თუ უკრაინა დაიცავს მიხეილ სააკაშვილს.
ვფიქრობ, ერთადერთი ადამიანი, ვისი სიტყვითაც მიხეილ სააკაშვილს გაუშვებენ უცხოეთში სამკურნალოდ, არის პუტინი - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.