"ემპათიას" დასკვნით, სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არაა - პენიტენციური

21.12.22 11:00
"ემპათიას" დასკვნით, სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არაა - პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, "ემპათიას" დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არაა. 

უწყების სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მალხაზ ურთქმელიძე, ირწმუნება, რომ ცენტრ „ემპათიას“ დასკვნის ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება.

მალხაზ ურთქმელიძე ამბობს, რომ ყველა მაჩვენებელი არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ.

„სასამართლოს მიერ ჩვენ გადმოგვეცა „ემპათიის“ მიერ ე.წ. დასკვნის ნაწილი, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ ლაბორატორიაში (NMS Labs) ჩატარდა. შევისწავლეთ დასკვნა, სადაც მითითებულია ნივთიერების ის ქვედა ზღვარი, რომელსაც ანალიზატორი იჭერს. დასკვნაში ქვედა ზღვრის მაჩვენებლის გვერდით მითითებულია არსებული შედეგი. ანალიზატორის მინიმალური ზღვარი შედარებულია შედეგთან და ისეა დასკვნა, ისეთი ფორმითაა მომზადებული, რომ საქმე გვაქვს მოწამვლასთან“, − განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.

 

მსგავსი სიახლეები