"აკურატულები იყავით!" - სარჯველაძის მტკიცებით, ზელენსკი სააკაშვილის თემაში ვერ ერკვევა
"ქართული ოცნების" ლიდერი მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხში კარგად გარკვეული არ არის. მმართველი გუნდის წევრი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, საკუთარ განცხადებებში უფრო აკურატულები იყვნენ.
უკრაინის ხელისუფლებაში, ფაქტია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან გულშემატკივრობენ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“. ასეთ პირობებში, გასაგებია, რომ შეიძლება პრეზიდენტ ზელენსკი კარგად ვერც ერკვეოდეს იმ ფაქტობრივ მოცემულობაში, რომელიც არის სააკაშვილის პატიმრობის ირგვლივ. რაც შეეხება რომელიმე მაღალჩინოსნის მხრიდან გამოცხადებულ მზადყოფნას ამასთან დაკავშირებით, მზადყოფნა ერთია, მეორეა, რომ აქ სასჯელი აქვს მისჯილი ამ ადამიანს და მე არ მახსენდება, რომ ვინმეს ჰქონდეს კონტრარგუმენტი ამ სასჯელებთან დაკავშირებით. ჩემი თხოვნაა, გნებავთ ასე დავარქვათ, რომ აკურატულები იყვნენ ყველა, ვინც ამ თემაზე შეფასებებს გააკეთებს, - თქვა სარჯველაძემ.