შიმშილობის მეშვიდე დღე - პარლამენტში მედიკოსები მივიდნენ

21.12.22 11:50
შიმშილობის მეშვიდე დღე - პარლამენტში მედიკოსები მივიდნენ

შიმშილობის მეშვიდე დღე - სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვეს პარლამენტი მედიკოსებმა. დღის ბოლოს გახდება ცნობილი, როგორია პროტესტის მონაწილე დეპუტატების ჯანმრთელობის მაჩვენებლები.  

აქ გამოგვიძახეს და მოვედით, რათა გავაკეთოთ ანალიზები. გავაკეთეთ ანალიზები და დღის ბოლო იქნება ცნობილი შედეგები, რის შემდეგაც გაირკვევა, როგორია პაციენტების მდგომარეობა - აცახდებს მედიკოსი მარიამ შათირიშვილი.

მოთხოვნა უცვლელია - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ამბობენ, რომ პროტეტის უკიდურესი ფორმა გაგრძლდება იქამდე, ვიდრე სააკაშვილს სამკურნალოდ უცხოეთში არ გადაიყვანენ. 

მსგავსი სიახლეები