შეწყვიტეთ ცენტრ "ემპათიაზე" თავდასხმა! - ჯიშკარიანი პენიტენციურს პასუხობს
შეწყვიტეთ ცენტრ "ემპათიაზე" თვდასხმა! - ასე ეხმიანება მარიამ ჯიშკარიანი პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამვლავი რაოდენობით არ არის.
ჯიშკარიანი პენიტენციურის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელს მიკერძოებულს უწოდებს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროებით მის თანამდებობიდან ჩამოშორებას სთხოვს.
პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელს ვაცნობებთ რომ, შეწყვიტოს ცენტრ " ემპათიაზე" თავდასხმა. სწორდედ, ეს უწყება აზიანებს სახელმწიფო ინტერესს და ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. #სპეციალურისაგამოძიებოსამსახურს მოვუწოდებთ, ეს მიკერძოებული მხარე, არასათანადო მოპრობის ფაქტების გამოძიებამდე ჩამოაშორონ თანამდებობას, - წერს ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში.