პენიტენციურს საზოგადოება შეცდომაში შეყავს - ჯიშკარიანის პასუხი მალხაზ ურთმელიძეს
მალხაზ ურთმელიძე ტოქსიკოლოგი არ გახლავთ, შესაბამისად მისი მოსაზრებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა - ასე ეხმიანება მარიამ ჯიშკარიანი პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის მიერ სააკაშვილის შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებას.
ურთმელიძე ტოქსიკოლოგი არ გახლავთ, შესაბამისად მისი მოსაზრებები - ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცედლობა. ამას ჭირდება სპეციალური გამოძიება, სპეციალური ექსპერტების ჯგუფი, როგორც ტოქსიკოლოგების ასევე კრიმინალისტების და ამაზე პასუხს ურთმელიძე რა თქმა უნდა ვერ გასცემს ვერც გამოძიებას და ვერც საზოგადოებას - აცხადებს ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი.
ჯიშკარიანი საგამოძიებო სტრუქტურებს კიდევ ერთხელ მიმართავს და პრეზიდენტის წამებისა და არაადამიანურად მოპყრობის ფატებში მონაწილე სავარაუდო პირების თანამდობებიდან ჩამოშორებას მოითხოვს.
ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, "ემპათიას" დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არაა.
უწყების სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მალხაზ ურთქმელიძე, ირწმუნება, რომ ცენტრ „ემპათიას“ დასკვნის ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება.