"ოცნებამ" “შეყვარებული ტურისტი ყირამალა“ მილებად გადააქცია - სააკაშვილი

29.04.21 18:12
"ოცნებამ"  “შეყვარებული ტურისტი ყირამალა“  მილებად გადააქცია - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ  სააკაშვილი წერს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" აჭარაში არსებული ,,შეყვარებული ტურისტი"-ს ქანდაკება დაშალა და  უბრალო რკინის ნივთებად აქცია.

სააკაშვილმა მომხდარს ვრცელი განცხადება მიუძღვნა: 

“შეყვარებული ტურისტის“  მკვლელობის საქმე
“შეყვარებული ტურისტის“ ქანდაკებების სერია მხატვარმა გელა წულაძემ 2009 წელს სპეციალურად ბათუმისთვის მოიფიქრა.  
პირველი “შეყვარებული ტურისტი“  ზურგჩანთა გულით, ბათუმის შესასვლელთან, გვირაბის თავზე ბათუმისკენ მიემართება.
საოცრებათა მოედნიდან ტურისტის სიყვარულის ისტორია იწყება და ყველა ტრანსფორმაციაში მეგობრობას, ენერგიას, ოპტიმიზმს, სიხარულს და სიყვარულს უზიარებს ყველას, ვისი მხედველობის არეალშიც მოხვდება. 
ახალი ბულვარის დასაწყისამდე ტურისტი სიყვარულის მშვენიერ ისტორიებს აგროვებს და აქ უკვე ზუსტად იცის, რომ სიყვარული სასწაულია, და თვით ყირამალა დგომაც კი ლამაზი და სასიამოვნოა, როდესაც შეყვარებული ხარ -  ეს ისტორია „აჭარის სასწაულის“ იდენტური და მომავლის მესიჯია, რომ სიყვარულით ყველაფერი შესაძლებელია.   
,,ქართული ოცნების" ხელისუფლებამ “შეყვარებული ტურისტი ყირამალა“ ამ მილებად გადააქცია 
ეს მისი მმართველობის იდენტური  მესიჯია, რომ სიყვარულის ადგილი აქ არ არის. 
“შეყვარებული ტურისტი  ყირამალა“ აუცილებლად დაბრუნდება მზისა და ზღვის ქალაქში, იმიტომ რომ მისი ადგილი ნამდვილად იქ არის - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.