ითხოვდნენ რურუას წინააღმდეგ მიმეცა ჩვენება - თემურ ხაჩიშვილის სკანდალური განცხადება

29.04.21 20:08
ითხოვდნენ რურუას წინააღმდეგ მიმეცა ჩვენება - თემურ ხაჩიშვილის სკანდალური განცხადება

თავდასხმა ყოფილ "მხედრიონელზე"  - "პირველების" ინფორმაციით, მხედრიონის ყოფილ ლიდერს, თემურ ხაჩიშვილს თავდასხმის მცდელობამდე ცოტა ხნით ადრე გიორგი რურუას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ირკვევა, რომ შს ყოფილ მინისტრს, მოკლული თანამოაზრის შვილმა საქმის გარჩევის დროს წერილი გადასცა. ხაჩიშვილის თქმით, წერილის ავტორი გია ყარყარაშვილი იყო, რომელიც მისგან მოითხოვდა, რომ რურუა 90-იან წლებში მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორად დაესახელებინა. 

დარწმუნებულია, რომ ეს ჩაიდინა გიორგი რურუამ და უნდოდა ჩემ მიერ ამის დადასტურება,რადგან მე ჯაბა იოსელიანთან ვიყავი ახლოს.შემდეგ შემოიყვანა ეს ვეფხვაძე-სვანაძის შვილები, იქაც ანალოგიური საუბარი იყო, იქაც იყო საუბარი იმაზე, რომ მათი მამებიც ამ ადამიანმა მოკლა და უნდოდათ ჩემი დადასტურება", - ამბობს ხაჩიშვილი.

შსს-ს ყოფილი მინისტრი და მხედრიონის ყოფილი ხელმძღვანელი "პირველებთან" ამბობს, რომ მას 12 პირი დაესხა თავს. ხაჩიშვილი აღნიშნავს, რომ  გამტაცებლების იდენტიფიცცირება შეძლო. მისივე თქმით, თავდამსხმელებს შორის უშიშროების თანამშრომლებიც იყვნენ და ამის შესახებ  გამოძიებას ინფორმაცია უკვე მიაწოდა. 

თავდასხმის მცდელობა ვაკეში, ხაჩიშვილის მეგობრის ოფისში, მოხდა.  

მსგავსი სიახლეები