ხელისუფლება პუტინის პირად პატიმარს ციხიდან არ გაუშვებს - ლევან ხაბეიშვილი

22.12.22 12:51
ხელისუფლება პუტინის პირად პატიმარს ციხიდან არ გაუშვებს - ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, მიიჩნევს, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური ნება, ხელისუფლება პუტინის პირად პატიმარს, მიხეილ სააკაშვილს, ციხიდან არ გამოუშვებს.

ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტის ასამართლო პროცესი დროში არ უნდა გაიწელოს.

ის უკანონობა, რაც იუსტიციის სამინისტრომ, ,,რუსულმა ოცნებამ" ჩაიდინა, როცა მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ გაავრცელა კადრები, იქ უკვე ცხადი იყო, რომ ისინი იძულებული იყვნენ, პრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩაერთოთ. 

თუ მოსამართლე სამართლებრივად მიყვება, არაფერი გასაწელი ამ პროცესს არ აქვს და ყველანაირი მტკიცებულება არსებობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნას გადაყვანილი იმ ქვეყანაში, სადაც უმკურნალებენ, სადაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ შეექმნება საფრთხე. 

თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ისინი არ გაუშვებენ პუტინის პირად პატიმარს  - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.